შსს-ს ცნობით, რუსს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ უწყებაში.
რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად თბილისში დღეს ჩამოვიდა. სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც ისინი იმყოფებიან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.