სასტუმრო “ვინოტელში”, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, პოლიცია შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაჯარიმების მიზნით შედის.
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სასტუმროში მყოფი რუსული დელეგაციის წარმომადგენლები „კომენდანტის საათს“ არღვევდნენ.
ამის პასუხად შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვითარებას გაარკვევენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
აქტივისტები ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, მან, თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილების შეზღუდვა დაარღვია და ჯერ კაფეში, ახლა კი სასტუმროში რესტორანში ქეიფობს და რეგულაციებს არღვევს.