LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უარყოფით პერიოდზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი: „სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს…“

258
მიხეილ ცაგარელი

რას გვპირდება მაისის თვე და როდის დგება ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული პერიოდი, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

„მაისი, მთლიანობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, საკმაოდ დინამიკური, აქტიური და პოზიტიური თვეა. მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისამდე პლანეტა მერკური იქნება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, 9-დან 15 მაისამდე პერიოდი შეიძლება, უჩვეულოდ ენერგიული და ნაყოფიერი გამოდგეს, რადგან 5 მაისს მთვარის დაბნელება დაასრულებს დაბნელებების დერეფნის დამამძიმებელ ზეგავლენას, 7 მაისს კი პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს.

სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს, რადგან 18 მაისიდან დედამიწის ბიოსფერო უარყოფითი კოსმიური ზემოქმედების ზონაში შევა. ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული კი 20-30 მაისის მონაკვეთი აღმოჩნდება“.

„კატა-კურდღელი მეტ სიმშვიდეს შემოიტანს“ – დასრულდება თუ არა 2023 წელს ომი უკრაინაში, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

„ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფინანსური კუთხით კარგი წელი იქნება.. მათ აქვთ წარმატების ყველაზე მაღალი შანსი“ – მიხეილ ცაგარელის 2023 წლის პროგნოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები