LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატა-კურდღელი მეტ სიმშვიდეს შემოიტანს“ – დასრულდება თუ არა 2023 წელს ომი უკრაინაში, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

315
Untitled design (2)

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, 2022 წელს, გლობალური თვალსაზრისით, დრამატულ წელიწადს უწოდებენ.

რას უნდა ველოდოთ და დასრულდება თუ არა მიმდინარე ომი დამდეგ, კატა-კურდღლის წელიწადში, „ფორტუნასთან“ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

როგორც მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, მთლიანობაში, 2023 წელი გაცილებით უფრო მშვიდი და უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი, თუმცა ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ომი ჯერ არ დასრულდება:

„ომი კიდევ დიდხანს იქნება, მაგრამ ფორმა ცოტა შეიცვლება, რადგან კატა-კურდღელი ხასიათით გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ვეფხვი (2022 წელი ვეფხვის წელიწადია). ვეფხვის დროს ხშირია კონფლიქტები, ომები, რევოლუციები.

კატა-კურდღელი უფრო მეტად შემოიტანს სიმშვიდეს, მეტ დიპლომატიურობასა და  შესაძლებლობას, რომ დიპლომატიური გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით, მეტი მშვიდობიანი ელემენტები შევიტანოთ, არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომში, არამედ, დავუშვათ, საქართველოშიც, იგივე კონფრონტაციაში.

ეს არ ნიშნავს, რომ კონფრონტაცია და დაძაბულობა არ გვექნება.

გვექნება, მაგრამ უფრო შერბილებული სახით და უფრო მეტი შესაძლებლობებით – კომპრომისების მიღწევისთვის“, – აღნიშნავს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

„ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფინანსური კუთხით კარგი წელი იქნება.. მათ აქვთ წარმატების ყველაზე მაღალი შანსი“ – მიხეილ ცაგარელის 2023 წლის პროგნოზი

„თქვენი საახალწლო სუფრა, ტანსაცმელი და ნაძვის ხის მორთულობა უმჯობესია, ამ ფერებში იყოს, ერთადერთი, რაც იკრძალება..“ – რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები