დღევანდელ გადაცემაში წინა ეთერების მსგავსად, ვეხმაურებით მსმენელისთვის საინტერესო და აქტუალურ თემას. ამჯერად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ვუბრუნდებით. როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეებს ისევ აქვს კითხვები, რა უნდა ქნან, როცა კორონაპანდემიის გამო დაკარგეს სამსახური, ან შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ საბანკო ვალდებულებები.
ჩვენ ამ თემაზე იურისტ ეკა ლომიძეს დავუკავშირდით, რომელიც ხშირად გვაწვდის ინფორმაციებს და თანამშრომლობს ჩვენთან. როგორც მან მოგვაწოდა ინფორმაცია, ხშირად საქმე სასამართლომდე მიდის და სწორედ აქ უნდა გამოიჩინონ მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება.
მისი განმარტებით, თუ რომელიმე პირი სასამართლოდან მიიღებს შეტყობინებას, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. როგორც ირკვევა, ასეთ დროს, სასამართლომ შეიძლება, ეს დუმილი თანხმობად ჩათვალოს და მოქალაქეს მოუწიოს დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
იურისტის რეკომენდაციაა, სასამართლოდან წერილის მიღებისთანავე, მიმართოთ იურისტს და ის დაგეხმარებათ შესაბამისი წერილის დაწერაში. მისი თქმით, ასეთ დროს, არაერთი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებს აღარ უწევთ დამატებით თანხების გადახდა.