LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, იყო მიზანმიმართულად დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო: კახა კუჭავა

52
kaxa-kuwava

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

“სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებები, სადაც პოლიტიკური ჯგუფები ღიად აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება, რათა დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები, მათ განახორციელეს პროტესტი, რისი უფლებაც ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა. პროტესტი დღესაც გძელდება იმ ადგილიდან, სადაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაიხურა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება ვახტანგ გომელაურის მოსმენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g