LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც დრო გადის, უფრო აუტანელია ჩემი შვილის გახსენება” – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა

193
BeFunky-collage (7)

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, აუტანელია ის ფაქტი, რომ მთავრობას დამნაშავეებზე ხელი არ მიუწვდება.

„ რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის. ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე, რომ პასუხი აგებინონ. კი არიან პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა.

"თუ ფეხი წაუცდათ, ალბათ დააკავებენ" - 1 წელი არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან

დღეს არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. მკვლელები ამ დრომდე დასჯილი არ არიან, ქართული მხარე მათ გადმოცემას უშედეგოდ ითხოვს, როგორც ერგნეთში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე

წილკანში იმყოფებიან საქართველოს პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ვნატრობ, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელის სკამზე ვიხილო – არჩილ ტატუნაშვილის მამა

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აღარ ხდებოდეს და ასეთ შემთხვევში შესაძლებელი იქნება გარკვეული ხიდების აღდგენა.

“ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა. შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, ის არის, რაც უნდა გვაერთიანებდეს“, – განაცხადა გახარიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც საზოგადოებას ყოველთვის ემახსოვრება.მისივე თქმით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს.

„ჩვენი ახალგაზრდები – არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რამე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში“, – აღნიშნა სახელმწფო მინისტრმა.

„ემპათიას“ დასკვნა – არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას.

​„არჩილ ტატუნაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღევანდელი საქართველოს ისტორიას წერს თავისი გმირობით და აგრძელებს მას. მისი სახელი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას და არ ეგუება საქართველოს დაქუცმაცებას.

დღეს მისი სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, არა მხოლოდ ითამაშონ, არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, არამედ ამავდროულად, გაიხსენონ იმ ადამიანის სახელი, ვინც თავისი გმირობით კიდევ ერთხელ ასახელა ქართველები და საქართველო. ეს იქნება ამ ბავშვებისთვის კარგი მაგალითი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილი  2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალში მოკლეს. მისი ცხედარი ცხინვალმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გადმოსცა.

magti 5g