LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც იყო, გაუშვით წარსულში!  მხლოდ ის, რაც ახლაა, არის ცოცხალი და ნამდვილი“ – ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

546
teagogotishvili2045

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა  გადაცემაში „ფსიქოლოგის საათი“  სიხარულის განცდის მნიშვნელობზე ისაუბრა.

„სიხარულის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფსიქიკური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურადაც, იმიტომ, რომ ამ დროს გამოიყოფა ენდორფინები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცდის აქ და ამჟამად, ძალიან ცხადად გრძნობა. საკუთარ თავს ამის ნება უნდა მისცეთ. თითქოს ადამიანი ვერ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ განიცადოს ეს სიხარული, იმიტომ, რომ სხვას უჭირს. მე მომეცა სიხარულის განცდის შესაძლებლობა და მაქვს არჩევანი: განვიცადო ეს, თუ უარი ვთქვა ამ განცდაზე. არის სიტუაციები, როდესაც სოლიდარობა მნიშვნელოვანია. როდესაც არამხოლოდ ჩვენი ერი, არამედ მთელი სამყარო დგას უჩვეულო რეალობის წინაშე, ​ჩვენ თითოეულს გვჯერა, რომ ესეც ჩაივლის, ვერ იქნება ესეც მარადიული. ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ და დღეს ვეცადოთ, ამ რეალობაში როგორიც შეგვიძლია, ისეთი ფორმა მივცეთ ამ სიხარულის მოწყობას, სიხარულის განცდას.

ყოველი მოცემული მომენტი ერთ წამში უკვე წარსულში გადადის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღვიქვამთ სამყაროს წარსულის პოზიციიდან, წარსულის თვალით ვუყურებთ და ვხედავთ, რა ხდება ახლა. სინამდვილეში ის უკვე განვლილია. ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ სისხლსავსე, ცოცხალი განცდა გვქონდეს მოცემული მომენტის, არის ის, რომ ჩავერთოთ ამ მომენტში. გავუშვათ წარსულში ის, რაც უკვე იყო. ის, რაც იყო გაუშვი და ჩაწერე წარსულში. ის, რაც ახლაა არის ცოცხალი და ნამდვილი. აქ ჩავდოთ ჩვენი რესურსები. ნუ შევადარებთ იმას, რა იყო. შეიძლება ისეთ განსაცდელში გადაგვაგდოს წარსულში ყოფნამ და წარსულზე ფიქსირებამ, რომ არათუ დღესასწაული ვერ აღვნიშნოთ, არამედ საერთოდ რეალობის განცდაც დაიკარგოს,“ – განაცხადა ფსიქოლოგმა გადაცემაში  „ფსიქოლოგის საათი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g