“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.
ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს და ვაქციაციის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს:
“ესეც პირველი აცრა! სინოფარმით! რაც მეტი ავიცრებით, მით მალე დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას!” – წერს კაპანაძე.
საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოფარმის” ვაქცინით უკვე 793 ადამიანი აიცრა.