LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მასშტაბური იქნება პროტესტი, მით უფრო მალე მოეგება ხელისუფლება გონს – ჩვენი ქვეყნის მეგობრები სხვადასხვა ფორმით ყველგან გამოვლენ: კირკიტაძე

52
დავით კირკიტაძე

“ხელისუფლებას დაკარგული აქვს კეთილგონიერება, დაბრმავებულია შურისძიების გრძნობით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მასშტაბური იქნება სხვადასხვა ფორმის პროტესტი, მით უფრო მალე მოეგებიან გონს.” – ამის შესახებ პარლამენტში მოშიმშილე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მთელს ქვეყანაში დაიწყება და მოქალაქეები პროტესტის სხვადასხვა ფორმით ყველგან გამოვლენ:

“ხელისუფლების წარმომადგენლები უგუნურ განცხადებებს აკეთებენ. უნდა ნახოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ 1989 წელს, 7, 8 აპრილს და ისიც გახსოვთ, როგორ დამთავრდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბედი.

“ქართულმა ოცნებამ” უბრალოდ რეინკარნაცია მოახდინა და კომუნისტური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები არიან, ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავესთან და გადაწყვეტილების მიმღებები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს და სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს.

ხელისუფლებას დაკარგული აქვს კეთილგონიერება, დაბრმავებულია შურისძიების გრძნობით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მასშტაბური იქნება სხვადასხვა ფორმის პროტესტი, მით უფრო მალე მოეგებიან გონს. ეს პროცესი მოედება მთელს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მეგობრები პროტესტის სხვადასხვა ფორმით უკვე ყველგან გამოვლენ.” – თქვა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში შიმშილობა კიდევ 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო. 

მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები