LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს… გული არ დაგწყდეს! პროექტში „მოგება“ არა, ხალხის სიყვარულია მთავარი, დე!“ – „რანინელ“ მათე მარტიაშვილის დედის, თინათინ ჭულუხაძის ემოციური მიმართვა შვილს

4457
მათე მარტიაშვილი, თინათინ ჭულუხაძე

პროექტ „რანინას“ ახალი აღმოჩენა მათე მარტიაშვილი ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს. 11 წლის ყმაწვილი, რომელმაც ფოლკლორის ტურში შთამბეჭდავად შეასრულა სიმღერა „ოღონდ შენთან მამყოფინა“, ტურიდან ტურამდე საზოგადოების აღაფრთოვანებას იწვევს.

Fortuna.ge-ის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მათეს დედა თინათინ ჭულუხაძეა, რომელიც წლების წინ, 2006 წელს „ჯეოსტარის“ გამარჯვებული გახდა.

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

შვილის მორიგ ტურში გადასვლას თინათინი ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს, რომ მთავარი ხალხის სიყვარულია:

„რაც უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს… გული არ დაგწყდეს! შენ ჩემი და მამიკოს ამომავალი მზე ხარ! პროექტში ,,მოგება” არაა მთავარი, აქ ხალხის გულის მოგება, ხალხის სიყვარულია მთავარი, დე! ჩემი სიამაყე ხარ,მათე!

უფალმა დაგილოცოს ყველა ნაბიჯი წარმატებისაკენ სავალ გზაზე!“

რაც უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს… გული არ დაგწყდეს! შენ ჩემი და მამიკოს ამომავალი მზე ხარ! პროექტში ,,მოგება” არაა…

Posted by თინათინ ჭულუხაძე on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g