LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

105
საგრანტო პროგრამა

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებია:

  • ანდროიდ-იუზი – პროექტის მიზანია შეიქმნას ხელმისაწვდომი, კოდირების გარეშე მოსახმარი მობილური ავტომატიზაციის პლატფორმა ანდროიდ მოწყობილობებისთვის. ანდროიდ-იუზი დაეხმარება მომხმარებლებს და კომპანიებს ავტომატურად განახორციელონ მობილურ აპებში განმეორებადი ქმედებები, მინიმალური ტექნიკური ცოდნით.
  • MediMeal – პროექტის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, კლინიკაში მიიღონ ექიმებისა და დიეტოლოგების მიერ შერჩეული ჯანსაღი კვება. პლატფორმა ამსუბუქებს ყოველდღიურ ტვირთს და მხარს უჭერს პაციენტის მკურნალობის პროცესს.
  • noldo.ai – AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სისტემურად აფიქსირებს და აანალიზებს Reddit-ზე გამოხატულ მომხმარებელთა უკმაყოფილებებს. ის კომპანიებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას დაუკმაყოფილებელი ბაზრის მოთხოვნების შესახებ.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

magti 5g