LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში აგროტურისტული ფესტივალი გაიმართება

427

რაჭაში აგროტურისტული ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდება, წარმოდგენილი იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული საწარმოები და ფერმერული მეურნეობები.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ტერიტორია კეთილმოეწყობა და გალამაზდება სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი დიზაინით. მთავარი ზონიდან მოშორებით სტუმრებისთვის მოეწყობა მყუდრო დასასვენებელი ადგილი, ფერადი პუფებით და ჰამაკებით.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები შეძლებენ, დააგემოვნონ რაჭული სამზარეულო. ამასთან, მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.

აგროტურისტული ფესტივალი რაჭაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის სპონსორია ახალი ქართული ლუდი „აისი”.  პროდუქციას კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ უშვებს. ახალი ქართული ლუდი „აისი“ ინოვაციური ტექნოლოგიით – ყინულის ფილტრაციით მზადდება, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g