LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა

346
lenti5-1510236534-e1529148959568

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

ცნობილია, რომ მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები