LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის მესამედი გადაეცა რუსს, დღეში 60 ლარად – გიორგი ქადაგიძე

253
ipiccy_image

„კრემლთან დაკავშირებულ რუს ბიზნესმენს, 1 მილიონ ლარად, 49 წლით, მისცეს 104 ათასი ჰექტარი რაჭის ტყე“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, კარგად რომ გვესმოდეს, რაჭის ფართობი სულ არის 290,000 ჰექტარი. „რაჭის მესამედი გადაეცა რუსს, დღეში 60 ლარად. აღმოსავლეთით შიდა ქართლის მოსაზღვრე რაჭის, მესამედი!!! ოლიგარქია უნდა დასრულდეს!!“, – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

რაჭის ტყის გაყიდვის ამბავზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს „მთის ამბებიც“. „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორს ერთი თვის წინ გადასცა. „მთის ამბები“ ინვესტორის ვინაობის გარკვევას იმ დღიდან ცდილობს და მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც საჩივრით ჯერ მინისტრს, ხოლო შემდეგ სასამართლოს მივმართეთ. მანამდე, გარემოს დაცვის სამინისტრო და მისივე უწყება – გარემოს ეროვნული სააგენტო, ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავდნენ. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყის ფონდი, ერთად – ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთის, ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია. ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი დავით ხიდაშელი აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება“, – იუწყება „მთის ამბები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g