დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის კომენტარს, რომლის თანახმად საქართველოში პირველად კახელებმა შემოიტანეს ვაქცინა და მისი სიტყვებით დღეს “ყველაზე ნაკლები აცრილი კახელებს გვყავს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხუმრობით უპასუხა.
„რაჭველებმა რაღა ვთქვათ, ჩვენთან ყველაზე დაბალია“,-თქვა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო და პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა, ვაქცინის დამატებით დოზებს მარტისა და აპრილის ბოლოს ელოდებიან.
