LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადგან ჩემთვის მაინც ბავშვები ხართ და მაინც ვშფოთავ, ერთ რჩევას შემოგბედავთ…“ – გია ხუხაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

367
გია ხუხაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო დაწყებულ მასშტაბურ პროტესტს ეხმიანება და იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც უკვე მესამე კვირაა უწყვეტად აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას და აქციებს მართავენ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე.

„ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო, ყველაფერი მომწონს, რასაც და როგორც აკეთებთ. მომწონს, როგორი პატრიოტები, ვაჟკაცები, ჭკვიანები ხართ. როგორ ოსტატურად უმკლავდებით ბოროტი მხეცების კლანჭებს და ქვეწარმავლების შხამს.

მიყვარხართ და მეამაყებით.

რადგან ჩემთვის მაინც ბავშვები ხართ და მაინც ვშფოთავ, ერთ რჩევას შემოგბედავთ:

თქვენს წამოწყებულ ამ საშვილიშვილო ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად მამა არა მაგრამ დედა ქუჩაშიც გჭირდებათ.

ასეთი დედობა დღეს შეუძლია გაგიწიოთ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც თქვენი და ჩვენი გაგებით ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დარჩა ხელისუფლებაში.

„ამათი დამონება არ გამოუვათ… თავისუფალი აზრი ყველაზე ძლიერია!“ – პრეზიდენტი ახალგაზრდების ვიდეოს აზიარებს

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანება და ახალგაზრდები უკვე მესამე კვირაა „გაჭვირვალობის“ შესახებ კანონროექტს აქციებითა და მსვლელობებს მართავენ.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ ბრძოლას მოიგებთ, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რომ გამარჯვების ხავერდოვან გაფორმებას, სჭირდება ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

მიდით, დაელაპარაკეთ. მგონია, რომ დამაგვირგვინებელ მომენტში ეს ძალიან გამოგადგებათ…“, – წერს გია ხუხაშვილი.

ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო, ყველაფერი მომწონს, რასაც და როგორც აკეთებთ. მომწონს, როგორი პატრიოტები, ვაჟკაცები, ჭკვიანები…

Posted by Gia Khukhashvili on შაბათი, 04 მაისი, 2024
mazda magti 5g