19 წლის არტისტის, ბილი აილიშის ჩაცმულობის სტილზე ბევრს საუბრობენ და დიდი ზომის ტანისამოსის ტარების გამო ხშირად აკრიტიკებენ. გასულ წელს არტისტმა „ბოდიშეიმინგის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიხადა კიდეც.
სულ ცოტა ხნის წინ კი მრავალი „გრემის“ მფლობელმა ვარსკვლავმა იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. არტისტმა თავის სავიზიტო ბარათად ქცეულ მწვანე თმაზე უარი თქვა და გასულ კვირას თმა ქერად შეიღება.
ფოტო/ვიდეო: ქერათმიანი დიდი ამბიციებით – ბილი აილიშის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი
როგორც ჩანს, ბილი საკუთარი იმიჯით თავადაც აღფრთოვანებულია. ახლახანს მან 79,6 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს ფოტოები გაუზიარა. ის თავიდან ფეხებამდე „გუჩითაა“ შემოსილი.