მიუხედავად იმისა, რომ, არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა კორონავირუსის გამო უამრავი კონცერტი თუ ტურნე გააუქმნა, ბილი აილიში თავისი სადებიუტო ალბომის, When We All Fall Asleep, Where Do We Go? მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება.
ფოტო: ბილი აილიშმა პირბადე მოიხსნა და აეროპორტში გულშემატკივარს ჩაეხუტა
აღნიშნულმა ჟესტმა საზოგადობაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „შენ ყველაზე საყვარელი ხარ“, „ყველაზე გულწრფელი“ - წერენ სოციალურ ქსელში
მან კონცერტები ქალაქ მაიამითი დაიწყო. შოუ საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. კონცერტის დასაწყისში, 18 წლის მომღერალმა „ბოდიშეიმინგის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიხადა. ვიდეო დიდ ეკრანზე აჩვენეს. არტისტი ნელ-ნელა იხდის და სტიგმებსა და კომპლექსებზე საუბრობს:
„სხეული, რომლითაც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდათ რომ ყოფილიყო? თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ? თუ ტანისამოსს ვიხდი, მსუბუქი ყოფა-ქცევის ვარ? იმის მიუხედავად, რომ ჩემი სხეული არ გინახავთ, მაინც განმსჯით, რატომ?” – ამბობს 18 წლის არტისტი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ არტისტის ჩაცმულობასა და ზოგადად, მის სტილზე ბევრს საუბრობენ და დიდი ზომის ტანისამოსის ტარების გამო ხშირად აკრიტიკებენ.
https://twitter.com/ILOMIL0S/status/1237418863253278725?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1237418863253278725&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Ftabloidi%2F130951%2Fbili-ailishi-protestis-nishnad-gashishvlda-video