LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიო „არ დაიდარდოს“ სულ წინსვლა და მუდმივი განვითარება მინდა ვუსურვო“ – ქეთი ფარესაშვილი

52
img-0793-2020-07-22_10-56-43_206436-1024x683

1-ელ ივნისს „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი ქეთი ფარესაშვილი გახლდათ. მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს“ 18 წლის იუბილე მოულოცა და გარდა ამისა, სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ პრეზენტაციაზეც ისაუბრა.

 ქეთი, როგორ გრძნობ თავს?

გადასარევად ვგრძნობ თავს. დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა, ასევე არის ბავშვთა დაცვის დღე, რომელიც უწმინდესი და უზენაესია ჩემთვის და ასევე არის „არ დაიდარდოს“ დაბადების დღე, რომელიც ჩემთვის, ყველა ქართველი მუსიკოსისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის უბედნიერესი დღეა. მინდა სულ წინსვლა და მუდმივი განვითარება ვუსურვო „არ დაიდარდოს“. კიდევ 118 უბედნიერესი წელი ყოფილიყოს.

რა ხდება თქვენს შემოქმედებაში, როგორია სამომავლო გეგმები?

გარკვეული გეგმები არის, თუმცა უმჯობესია რაღაცები სიურპრიზად დავტოვოთ. გეტყვით, რომ 24 ივნისს ვგეგმავ სიმღერაზე „ასე მგონია“ გადაღებული კლიპის პრეზენტაციას. ეს ყველაფერი დავით ილურიძის ბენდთან ერთად კეთდება. აღნიშნული კლიპი გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო.

„არ დაიდარდოს“ 18 წლის იუბილე, ცნობილი მომღერლების სტუმრობა და ტორტის გაჭრა: „ჩვენი და თქვენი კოალიცია ხალხს აბედნიერებს… ასე გააგრძელეთ!..“

რადიო „არ დაიდარდო“ 18 წლის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები