LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნას“ პროექტი „ოქროს ტალღა“ წლის ბრენდია

133

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ ორგანიზებით ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონია “ქართული ბრენდის დღე 2015” გაიმართა. რიგით 13-ე ღონისძიება სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi ჩატარდა.

გამარჯვებული კომპანიები შემდეგ ძირითად ნომიაციებში გამოვლინდნენ: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ პრესონა, წარმატებული ტელეპროექტი.

როგორც ,,ქართული ბრენდის დღის” დამფუძნებელმა მანანა გეგიძემ განაცხადა, პროექტის მიზანმა გაამართლა.  ,,ქართული ბრენდის დღემ” ღირსეულად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ სინამდვილეში.  ჩვენმა პროექტმა შეძლო წარმოეჩინა არა ერთი ქართული ბრენდი მისი განვითარების ყველა ეტაპზე,“- აღნიშნა გეგიძემ.

ასევე ,,ქართული ბრენდის დღის’’ დამფუძნებელი ელგუჯა მარღია კი თვლის, რომ დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად ,,ქართული ბრენდის დღე” წარმატებულ პროექტად იქცა.

„მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც “პროფილი” დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად.  გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს,“- განაცხადა ელგუჯა მარღიამ.

ქართული ბრენდის დღე 2015-ის გამარჯვებულები გახდნენ:

ნომინაცია „ახალი ქართული ბრენდი“

  • გალერეა “ვაჩე”
  • კლინიკა “ალბიუსი”
  • სამშენებლო კომპანია “სვეტი”
  • საკონდიტრო “მადა”
  • რესტორანი “შარბათი”
  • ესთეტიკური ცენტრი “დერმა”
  • კურორტი “ანდამატი გრიგოლეთში”
  • კლინიკა “ხერხემალი”
  • საზოგადოებრივი კოლეჯი “ეტალონი”
  • თეატრი “მეორე სახლი”
  • “მისტერ შავიტი”
  • “ჰერმესი”
  • საბავშო ბაღების ქსელი “ცეროდენა”

ნომინაცია – „წარმატებული ტელე პროექტი“ 

  • ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“
  • “საქმიანი დილა”

ყველაზე სკანდალური და რეიტინგული

  • სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად

ნომინაცია „რეპუტაცია  და  ნდობა“

  • “სანტე” პროდუქტისთვის სანტინო
  • “ჯანმრთელობის სახლი”
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტი “ალმა მატერი”
  • მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”
  • სამშენებლო კომპანია “დაგი”
  • ხარისხის ლაბორატორია
  • იაშვილი–ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სპეციალური პრიზი

  • დათუნიკა სხირტლაძე
  • ქალთა საერთაშორისო ფონდი
  • პროექტი “აწარმოე საქართველოში”
  • პრაიმ თაიმი პროექტისთვის „გმირები ავღანეთი“

ნომინაცია – „ლიდერი“

  • “მარიგოლდი”
  • “სარაჯიშვილი”
  • “ნიკორა”
  • კონსტანტინე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
  • “პსპ”
  • ჟურნალი “სარკე”
  • “ემბავუდი”
  • “ფორტუნა”
  • “თელავის ღვინის მარანი”
  • “ენმედიცი”
  • “ბრავო რექორდსი”

წლის “ბრენდ პერსონად” პაატა ბურჭულაძე დასახელდა.

გამარჯვებულად დასახელდა ასევე რადიო „ფორტუნას“ პროექტი „ოქროს ტალღა“ და მომღერალი ანრი ჯოხაძე.

„რადიო „ფორტუნას“ პროექტი “ოქროს ტალღა” რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც ჩემი სიმღერა გახდა. სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. ეს დაჯილდოება ყველასთვის დიდი სტიმულია,“ – განაცხადა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ.

 

1432302073

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g