საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მუსიკალური პროექტის, “ვოისი-საქართველო” ფინალური შოუ შედგა.
კონკურსის გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა და ევროვიზიაზე საქართველოს სწორედ ის წარადგენს.
“ვოისის” გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული ლიკუნა თუთისანი გახდა.
“ფორტუნას” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თათა სადრაძემ რჩეული კონკურსანტი პირდაპირ ეთერში დააჯილდოვა.
ლიკუნა თუთისანს შესაძლებლობა ექნება “ფორტუნა რეკორდსში” (GD Production), საკუთარი სიმღერა ჩაწეროს.
როგორც თათა სადრაძემ აღნიშნა, კონკურსანტებმა საოცარი საღამო გვაჩუქეს და ფინალის ყველა მონაწილე გამარჯვებულია.
“მინდა საზოგადოებრივ მაუწყებელს მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. კონკურსანტებმა საოცარი საღამო გვაჩუქეს და ჩემი აზრით, ყველა გამარჯვებულია. ჩვენ ტრადიციულად გამოვავლენთ ჩვენს რჩეულს. მინდა, რამდენიმე სიტყვა გითხრათ პრიზის შესახებ.
ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სტუდია “ფორტუნა რეკორდსი” (GD Production). სწორედ ამ სტუდიაში, ჩვენს რჩეულ კონკურსანტს ჩავუწერთ სიმღერას, რაც ალბათ ყველა მომღერლისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ოთხივე რადიოსადგურის და fortuna.ge-ს მეშვეობით პრომოუშენს გავუწევთ. ეს მონაწილე იქნება ლიკუნა თუთისანი”, – განაცხადა თათა სადრაძემ.
ვიდეო: დათო ევგენიძე: ,,აი, ეს გოგო არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი!..”