LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო სექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი – თამარ ჩიგოგიძე დაჯილდოვდა

1486
289771169_344700674497014_322490045023807306_n

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურ დირექტორს – თამარ ჩიგოგიძეს ნომინაციაში „რადიო სექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის“ – მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა.

29 ივნისს, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“ -ს კომპლექსში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის რიგით XXII საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც თამარ ჩიგოგიძემ ეს აღიარება მოიპოვა.

„იყო ლიდერი შენს სექტორში, ეს ძალიან საამაყო, თუმცა, ამავდროულად საპასუხისმგებლო საკითხია, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს. მინდა გითხრათ, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და სრულიად რადიო სექტორის ძალისხმევით, ჩვენ წარმატებით შევძელით და გადავლახეთ გამოწვევებით აღსავსე პერიოდი და სტიმული მივეცით ამ ყველაზე სანდო, მიუკერძოებელი და ოპერატიული მედიასაშუალების განვითარებას. სწორედ ამის გამო, მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად რადიო სექტორს ერთსულოვნებისთვის, განსაკუთრებით ჩემს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებას ნდობისა და სიყვარულისთვის!“, – განაცხადა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა ბიზნეს რეიტინგის რიგით XXII საზეიმო ღონისძიებაზე.

თამარ ჩიგოგიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“ და პირადად, ბატონ მალხაზ გულაშვილსა და ქალბატონ ნანა გაგუას.

აღსანიშნავია, რომ გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი, ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია,  საუკეთესო დამსაქმებელი, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი გამოავლინა. მედიამ რჩეული ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა –  რჩეული მედია.

ბიზნეს რეიტინგის 22-ე დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, ჯამში, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ცნობისთვის, პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. უკვე დიდი ხანია, ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

შეგახსენებთ, წლების მანძილზე ბიზნეს რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

  1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე
  2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია
  3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე
  4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე
  5. GWS – ლევან გაჩეჩილაძე
  6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  7. თბილავიამშენი – პანტიკო თორდია
  8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე
  9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი
  10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  11. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  12. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
  14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი
  15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური
  16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე
  17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი
  18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე
  19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე
  20. ჯეორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე
  21. არემჯი – თორნიკე ლიპარტია

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

  1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
  2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
  3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე
  4. აი გრუპი და კახაბერ გულედანი
  5. სოკარი და მაირ მამედოვი

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს – დაჯილდოების ლოზუნგი უცვლელია: „ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g