ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტის, ედ ო’ბრაიენის სახელმა უკანასკნელ პერიოდში ბევრჯერ გაიჟღერა. მან განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს, თუმცა ტესტს არ გაიკეთებს, შემდეგ კი თქვა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა.
„ტესტი არ გამიკეთებია, მაგრამ ზუსტად ვიცი, კორონავირუსი მქონდა“- Radiohead-ის გიტარისტის მიმართვა
„რატომ გინდა რომ კორონა გქონდეს?“, რა საჭიროა მოტყუება?“
როგორც ჩანს, თვითიზოლაციაში ლეგენდარული გიტარისტი დროს არ კარგავს. არტისტმა საკუთარის პროექტის, EOB-ის ფარგლებში, ახალი კომპოზიცია, Olympik გაავრცელა. ტრეკი ედ ო’ბრაიენის სოლო ალბომში Earth შევა, რომელიც დღის შუქს, 17 აპრილს იხილავს.