LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო უსამძიმრებს მის ოჯახს, “ტვ პირველს” და ჟურნალისტთა კორპუსს

140
რადიო ფორტუნა radio fortuna

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

თანაგრძნობას ვუცხადებთ „ტვ პირველს”, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ჟურნალისტთა კორპუსს.

ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწრაფი, ობიექტური გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

ყველა, ვინც თავს დაესხა ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს: აშშ-ის საელჩო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსების, ისე სამართალდამცავი ორგანოების: ნინო ლომჯარია

კალაძე: კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს