LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსების, ისე სამართალდამცავი ორგანოების: ნინო ლომჯარია

150
8a2be761c0fd5c2706aa851d1edd4e9c-XL

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია „ძალადობრივი ჯგუფების შესახებ, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა“.

„პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსებზე, ისე სამართალდამცავ ორგანოებზე. ბუნებრივია, ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებზე, სახელმწიფოზე იმიტომ, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაშია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას, მათ შორის, არაერთი საჯარო შეკრების ადგილზე.

შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა და ინფორმაცია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები არიან კარგად ორგანიზებულები. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.

ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ფორმა იყო ოჯახის და გარდაცვლილის მიმართ უპატივცემულობა. შესაძლებელი იყო, უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g