LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ Fortuna.ge წარადგინა

1096
74887134-1009698159388562-3166083799930896384-n

13 ნოემბერს, „ლისი მერეს“ ულამაზეს გარემოში, ყვავილებით გაფორმებულ ეზოსა და შიდა სივრცეში, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ახალი ნოვატორული ვებპლატფორმა წარმოადგინა. კიბეებზე დაგებული ლურჯი ხალიჩით საშემოდგომოდ მოწყობილ ეზოში მოვხვდით, სადაც გლინტვეინის დამათრობელი სურნელი იგრძნობოდა და ნოემბრის ცივი საღამოს თბილად გატარების შესაძლებლობას იძლეოდა.

ეზოში დიდი ასოებით დაწერილ fortuna.ge-ს ახალი სიცოცხლე სწორედ 13 ნოემბერს დაიწყო, როცა ის ფართო საზოგადოებას რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩიგოგიძემ, ამავე ჰოლდინგის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მაია მაზანაშვილმა, ციფრულმა მარკეტერმა, გიორგი ცხვედიანმა და „ვებ ინტელიჯენსის“ დამფუძნებელმა, გეგა კუპრეიშვილმა წარუდგინეს.

„ფორტუნას“ ახალი საიტი fortuna.ge ერთი ქოლგის ქვეშ ოთხი რადიოსადგურის („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“) საიტებს აერთიანებს. აქ თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მრავალფეროვან ახალ, შემეცნებით, მუსიკალურ თუ სხვა ამბებს მოიცავს. გარდა ამისა, ნოვატორული ვებპლატფორმა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საიტიდან გაუსვლელად მოუსმინოს ზემოთ ჩამოთვლილი რადიოარხებს. ინტერნეტპლატფორმა ასევე აერთიანებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლების ავტობიოგრაფიებს, ინტერვიუებს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეო ლაივკონცერტებს, რომლებიც მუდმივად ახლდება.

ვებპლატფორმის საერთო კონცეფცია რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდმა EBRD-ის კონსულტანტებთან ერთად, ამავე ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით შეიმუშავა. ტექნიკურად კი Web intelligence-სთან ითანამშრომლა. გათვალისწინებულია არაერთი უცხოური ცნობილი მედიასაშუალების, მათ შორის BBC-ს კონსულტანტების რეკომენდაციები.

პრეზენტაცის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ განსაკუთრებული შეთავაზება – საქართველოში პირველად, კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ერთდროულად თანამშრომლობა ქვეყნის 4 ყველაზე რეიტინგულ რადიოსთან და ვებპლატფორმასთან, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ ინტერნეტსივრცეში.

საღამოს წამყვანმა თათა სადრაძემ სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებს სპეციალურად მოწყობილ სტენდთან მისვლისკენ მოუწოდა, სადაც დაინტერესებულ პირებს კომპეტენტურმა ადამიანებმა განუმარტეს fortuna.ge-ს შესაძლებლობები.

საზოგადოებას ასევე წარუდგინეს სპეციალურად ახალი ვებპლატფორმისთვის შექმნილი ნახევრად ანიმაციური კლიპი, რომელშიც „ფორტუნას“ თანამშრომლები, ნიკო ცალანი და ნინუცა როსტიაშვილი მონაწილეობენ. კლიპის პრემიერა სხვადასხვა მედიასაშუალებით შედგება.

ოფიციალური ნაწილი ტორტის გაჭრით დასრულდა.

პრეზენტაციის შემდეგ საღამოს არაოფიციალური ნაწილის დრო დადგა, რომელიც „ლისი მერეს“ შიდა სივრცეში გაიმართა. გათამაშდა უამრავი პრიზი, მათ შორის კაჭრეთის ამბასადორის მიერ დაწესებული ვაუჩერები, საჩუქრები პეესპესგან, ისი პარისგან, ლუტეციასგან, სვოჩისგან, ვისოლისგან, გოლდენ ტიულიპი ბორჯომისგან, ავერსისგან, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისგან, ფილიპ მარტინსისგან, ჯანგლ ფივერისგან, ჯიპისისგან, იულიუს მაინლისგან.

საღამო მუსიკალურად გააფორმა ცნობილმა ბენდმა „გუფი ლენდი“, რომელთაც თავიანთი პროგრამა სრულად წარმოადგინეს და შეკრებილი საზოგადოების გართობაზე იზრუნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g