LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის…ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…” – მაშველი შოვიდან

592
BeFunky-collage - 2023-08-10T000030.896

რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის…ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ, – აღნიშნულის შესახებ სტიქიის ზონაში, შოვში მომუშავე მაშველმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც დღე დასრულდება და საღამოს შევძლებთ ხოლმე იმ ორი წუთის გამონახვას ოჯახთან სასაუბროდ, თითქოს, რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ვუყურებთ. სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ“, – ამბობს ერთ-ერთ მაშველი.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები