LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ ნოზაძე: „ხატიაზე კარგ რაღაცებს არ იძახდნენ, არადა, ასე საერთოდ არ ყოფილა…“

1068
890

რამაზ ნოზაძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახურ ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობს. ის და ხატია სიჭინავა მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილს სამი გოგონა ჰყავს და ამჯერად ბიჭის მოლოდინში არიან. რამაზმა ცოლთან ურთიერთობაზე საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა:

„თავიდანვე, როცა ხატულიკას შევხვდი, მას სხვანაირად ხედავდნენ და მე სხვანაირად დავინახე. სხვა განზომილებები გამიხსნა, სხვა სიყვარული დამანახა, ცხოვრების სხვა ფერები მაჩვენა და ეს მომენტები ძალიან მესიამოვნა.ხატიას წარსულს ვინც იცნობს, ჟურნალისტი იყო და მასზე კარგ რაღაცებს არ იძახდნენ, არადა, ასე საერთოდ არ ყოფილა. როცა გავიცანი, ახლოდან დავინახე მისი შინაგანი ბუნება და მთლიანად გადავეშვი სიყვარულის მორევში. დღემდე ასე ვართ და ვეცდებით, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიყოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g