LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 2400 ლარზე მეტი თვიური ანაზღაურება – სტატისტიკა PMC-ისგან

614
xelfasi

გასული წლის დეკემბერში, 600 ლარამდე ხელფასი საქართველოში 173 000 ადამიანს გადაუხადეს. 600-დან 1200 ლარამდე ანაზღაურება 203 000 კაცს ერგო. 279 000 ადამიანის ანაზღაურება 1200-დან 2400 ლარამდე იყო, ხოლო 2400 ლარზე მეტი, ხელფასის სახით, 240 ათასმა ადამიანმა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ხელფასის მიმღებთა 27%-ის ანაზღაურება თვეში 600 ლარს არ აღემატებოდა; 2400 ლარ ზე მეტი ანაზღაურება 15%-ს ჰქონდა, 600-დან 1200 ლარამდე ხელფასი საქართველოში, ხელფასის მიმღებ პირთა 30%-მა აიღო, 1200-დან 2400-მდე ლარი კი 27%-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g