LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის კვალი ნივთებზე, რომელსაც ინფიცირებულები იყენებენ – ახალი კვლევა

157
999

წელიწადზე მეტია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ჩატარდა უამრავი კვლევა. ექიმები ხშირად ურთიერთგამომრიცხვ დასკვნებსაც აკეთებენ. თუმცა საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის წესები ძირითადად ერთნაირია.

ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფექციონისტებმა გაარკვიეს, რამდენ ხანს შეიძლება კორონავირუსის კვალი დარჩეს ყოველდღიურ ნივთებზე, რომლებსაც ინფიცირებულები იყენებდნენ. კვლევაში, რომელიც  ჟურნალ International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა ,  39 ინფიცირებული იყო ჩართული.

2020 წლის გაზაფხულზე მეცნიერები სასტუმროს იმ ნომრებს აკვირდებოდნენ, სადაც 39 ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა.

როგორც გაირკვა, ინფექცია შენობაში 28 დღემდე რჩება. სპეციალისტებმა 4 კვირის განმავლობაში ზედიზედ, ვირუსი აბაზანაში, პირსაბანზე აღმოაჩინეს, 2 კვირა შენარჩუნდა უნიტაზის ზედაპირზე.

მანამდე ცნობილი იყო, რომ  ინფექციის კვალი სხვადასხვა საგნის ზედაპირზე 5 დღის განმავლობაში რჩებოდა.

ამასთან, ყველაზე ხშირად კორონავირუსის კვალს ჭიქების, ხელსაბანის, ტუალეტის, ტელეფონისა და საწოლთან მდებარე მაგიდის ზედაპირზე პოულობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g