LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად საშიშია ხალები კანზე – სილამაზის აკადემია

252
გუგა-მიქაუტაძე

რამდენად საშიშია ხალები კანზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა გუგა მიქაუტაძემ ისაუბრა.

რა რისკ-ფაქტორებია ხალებთან დაკავშირებით?

ხალები ეს არის პატარა მუქი ლაქები ან წარმონაქმნები ჩვენს კანზე , ისინი უმეტესად უვნებელია, მაგრამ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით რადგან ხალმა შეიძლება შეიცვალოს სტრუქტურა და წარმოიქმნას სიმსივნის რისკი.

კიდევ ერთი ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ხალის მდებარეობა ჩვენს სხეულზე. თუ ხალი არის კონტაქტურ ადგილას, სადაც ყოველდღიურად ხდება გაღიზიანება, ხალი შეიძლება გაწითლდეს, გაჩნდეს ნახეთქები, ასევე შესაძლოა სისხლდენაც გამოიწვიოს.

რამდენად აუცილებელია ასეთი ხალების მოცილება?

აუცილებელია მსგავსი ხალების მოცილება, მიუხედავად იმისა რომ ხალი უვნებელია უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა ხალმა

განიცადოს გარდაქმნა და გარდაიქმნას ავთვისებიან სიმსივნედ, კანის კიბოებს შორის ყველაზე საშიში და საყურადღებოა მელანომა. ის წარმოიქმნა პიგმენტ წარმომქმნელი უჯრედებიდან, რომელსაც მელანოციტები ეწოდება. მართალია ის ნაკლებად გვხდება, ვიდრე ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მაგრამ
მელანომა ყველაზე საყურადღებოა.

ყველაზე დამახასიათებელია ხალის კონტურების დარღვევა, ფერის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ხალების უმეტესობა უვნებელია და არ იწვევს რაიმე უბედურებას, მნიშვნელოვანია მათზე თვალის დევნება. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას ხალის ზომაში, ფორმასა ან ფერში, ან თუ ის იწყებს ქავილს ან სისხლდენას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ადრეული დიაგნოსტირება თქვენი ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები