LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უსაფრთხოა თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა [ვიდეო]

47

ანტისანიტარია, მძაფრი სუნი და ცუდი განათება – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან.

თბილისში სულ 55-მდე მიწისქვეშა გადასასვლელია, აქედან 22 მერიის დაქვემდებარებაშია, დანარჩენი კი – კერძო მფლობელობაში.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ყველდღიურად სუფთავდება, მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგიც, თუმცა, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ მოადგილე, დავით დოლიძე, ამბობს, მონიტორინგი მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ პერიმეტრს ვერ ფარავს. დოლიძის თქმით, ღამის საათებში მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები