LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი დახარჯეს რუსმა მოგზაურებმა საქართველოში ბოლო 9 თვეში – ეროვნული ბანკის მონაცემები

43
რუსი ტურისტები

2022 წლის სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 375 მლნ 600 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, იანვარ-სექტემბრის ჯამურმა მაჩვენებელმა კი 2 მლრდ 517 მლნ დოლარი შეადგინა – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სექტემბერში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოსი 95 მლნ 500 ათასი დოლარი დახარჯეს. 9 თვის მონაცემებით, მათი ჯამური დანახარჯი 563 მლნ 400 ათასი დოლარი იყო.

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 351%-ით გაიზადა

ფულადი გზავნილების ზრდის ძირითადი წყარო რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც 9 თვეში საქართველოში გადმორიცხული თანხების 40.34% მოდის.

რუსეთი – $95.5 მლნ;
ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი – $44.7 მლნ;
თურქეთი – $35.8 მლნ;
ისრაელი – $31.5 მლნ;
უკრაინა – $31.5 მლნ;
ბელარუსი – $21.7 მლნ;
სომხეთი – $15.9 მლნ;
ირანი – $15.2 მლნ;
საუდის არაბეთი -$11.7 მლნ;
აზერბაიჯანი – $10.3 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები