LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი მედდა და სანიტარი მყავს ასეთი, წინასწარ რომ იცოდნენ, რაც ელოდათ და ელით, რაც გარდაუვალია და მაინც იქ არიან, სადაც სოცოცხლეს სჭირდება მათი ხელები…“

1222
archiljalagonia20115

ექიმი ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ვრცლად აღწერს საქართველოში მომუშავე სანიტრებისა და ექთნების თავდადებულ მუშაობას.

„რამდენი მედდა და სანიტარი მყავს ასეთი, წინასწარ რომ იცოდნენ, რაც ელოდათ და ელით, რაც გარდაუვალია და მაინც იქ არიან, სადაც სოცოცხლეს სჭირდება მათი ხელები… ისინი თქვენს შორის არიან, სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ… წინასწარ იცოდნენ ყველაფერი, იცოდნენ, რომ კოვიდ19-ის გამო დატოვებდნენ შვილებს, მოხუცებს, საყვარელ ადამიანებს, გახდებოდნენ თვითონაც ისეთივენი, როგორც ის ადამიანები, ვისზეც თავად ზრუნავდნენ პალატებში… და ზოგიერთი მათ შორის უკვე პაციენტია, არიან ორმხრივი პნევმონიით, მათი ნაწილს ოქსიგენოთერაპია ჭირდება…

ჰო, იცოდნენ, მაგრამ მათ გააზრებულად მაინც აირჩიეს უძილო ღამეები, თავგანწირვა,  ნერვიულობა და ჩუმი ცრემლი მონატრებულ ოჯახებზე ნიღბების და ფარების უკან… ეჰ, მოსაყოლადაც ძნელია რამდენი რამის ატანა უწევთ, რამდენი უმადურობის და  დაუნახაობის, არ ღირს ამაზე საუბარი იმდენია, ეს ვიცით ჩვენ და დარჩება ჩვენში… კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, რომ იცოდეთ. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, ვინც მათზე გიჟდება, პაციენტები, რომლებიც ხვდებიან, რომ გმირებთან უწევთ ურთიერთობა და ეს სიყვარული იშვიათი და ნეკისხელა, ისე იზრდება,  მზედ გადაიქცევა და გვათბობს ხოლმე ამ გაყინულ ხალხს…

და ახლა, ამ წამს, ყველა პოსტზე კოვიდ-19 კლინიკებში ეს ადამიანები განაგრძნობენ თავიანთ საქმეს, იბრძვიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვუყურებ ნელ-ნელა,  როგორ მაკლდებიან, ერთს როგორ ჩაანაცვლებს ხოლმე მეორე. თითქოს მეცლებიან ჯარისკაცები… მაგრამ ვიცი, ყველა მალე დამიბრუნდება. მათ სხვა ფილტვები აქვთ, მთელი სამყაროს ჰაერით სავსე ❤

სიცოცხლის პროფესიონალებო, ყველანი მიყვარხართ, ესეც გაივლის და ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g