LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი ოცნება და მიზანი გქონდა, მპირდებოდი, მალე ჩამოვალ და ერთად ვიაროთ ყველგანო, რატომ წახვედი..“ – ზემო საზანოში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს მეგობარი ემოციურ პოსტს უძღვნის

750
Untitled design (7)

თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მოზარდებს მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან.

,,გაშავდა გაზაფხული…გაქვავდა ქალაქი…სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ერთ-ერთი გარდაცვლილის, 16 წლის ნინო კენჭოშვილის მეგობარი.

„თანაკლასელები იყვნენ – სანიმუშოდ ზრდილი და გონიერი გოგონები, მომავლის გეგმებით სავსე.. ერთ-ერთს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, სხვები დახმარებას ცდილობდნენ“ – რას ჰყვებიან ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

„ნუთუ ასე ხდება, ოცნებები ერთად უნდა აგვესრულებინა, მპირდებოდი, მალე ჩამოვალ და ერთად ვიაროთ ყველგანო. ასე რატომ ჩემო ლამაზო, არასდროს გვყოფნიდა დრო, სულ გვირეკავდნენ და ისე ვიშლებოდით. ერთნაირი გემოვნება გვქონდა. სულ ამბობდი, მისაბაძი ადამიანი ხარ ჩემთვისო და რატომ არ მომბაძე, რატომ წახვედი. ასე როგორ შეიძლება.

პირობები შეუსრულებელი როგორ დამიტოვე, არ მეგონა ოდესმე ასეთ დღეს თუ მოვესწრებოდი, შენ ხომ ჩემი პატარა იყავი. რამდენი ოცნება გქონდა, მიზანი. მენატრებოდი აქამდე და ვიცოდი, რომ გნახავდი. ახლა რა იმედით გელოდო გოგო, ჭიათურაში რომ ჩამოვალ, სად დაგელოდო, სად გნახავ, სასაფლაოზე? მე არ მიყვარდა სასაფლაო, შენ ხომ იცოდი ეს. ახლა მანდ უნდა მომიყვანო შენს სანახავად. მენატრები, მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები“, – წერს ეთო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და პატარა დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის პატარა და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g