LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ქართველი დასაქმდა გერმანიაში და ისრაელში ლეგალურად 2022 წელს: „შედარებით ნაკლები პროცედურის გავლით მიემგზავრებოდნენ“

147
ed035dae0047ec682d38f062464abc47-xl-2021-09-09_12-15-08_034928

სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე გასულ წელს გერმანიაში საქართველოდან 1 231 ადამიანი წავიდა.

დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლებში, გერმანიაში ლეგალურად ჯამში 1 539-მა ქართველმა დაიწყო მუშაობა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართველების დასაქმების პროგრამაში, რომლის განხორციელებაც 2021 წლის თებერვალში დაიწყო, 2022 წლიდან ახალი კომპონენტი გაჩნდა. გერმანელ დამსაქმებლებს საშუალება მიეცათ, საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია.

„ამ კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში“, – წერია ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მომზადებული.

რაც შეეხება ისრაელს, აღსანიშნავია, რომ ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა და გასული წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში სულ 18 ადამიანი დასაქმდა (17 მოქალაქე გასულ წელს წავიდა, 1 კი წელს გაემგზავრება).

 

წყარო: ბიზნეს ფორმულა

magti 5g