LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქე შემოვიდა და გავიდა საქართველოდან – იანვარ-სექტემბრის სტატისტიკა

777
რუსი ტურისტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა – კვლევას ამის შესახებ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი აქვეყნებს.

PMCG-ის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათას უნიკალურ პირს მიაღწია.

“რაც შეეხება უკრაინასა და ბელარუსს, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლებისა და გასვლების სხვაობამ, შესაბამისად, 11.2 ათასი და 6.3 ათასი შეადგინა. აღნიშნულ გამოცემაში გამოყენებული შემოსვლისა და გასვლის სტატისტიკა სრულად ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს მოქალაქეობის მიხედვით უნიკალური პირების შემოსვლისა და გასვლის სტატისტიკის შესახებ, რაც წინა გამოცემებთან შედარებით ამცირებს სტატისტიკურ ცდომილებებს და გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოში დარჩენილი უცხოელი მოქალაქეების რაოდენობის უკეთესად შეფასების შესაძლებლობას”, – აღნიშნულია კვლევაში.

უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე საქართველოს ბანკებში რუსეთის 45,349 მოქალაქემ გახსნა ანგარიში - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს.

magti 5g