LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში?

45

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 8,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,8%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 10,2% – საშუალო, ხოლო 9,9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,3%, საშუალოზე – 10,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 9,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში 11,1 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 6,8 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,6 %-ით მეტი ).

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568,2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1738,5 მლნ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 %-ით მეტი ).

2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 739,0ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი; საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი; მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g