LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღე ციხის დატოვებამდე – 31 მარტს რუსუდან კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად ექნება მოხდილი

131
1516009078

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სასჯელს მეოთხე წელია იხდის, პენიტენციურ დაწესებულებას მიმდინარე წლის 31 მარტს დატოვებს.

მას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 31 მარტს შეუფარდა.

ნინო დარასელი: „იმდენად მეშინია დედასთან შეხვედრის, ამაზე ვერც კი ვფიქრობ...“

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები