რამდენიმე დღეში პირველ MacBook Air-ს ვიხილავთ, რომელიც Apple-ის წარმოებულ პროცესორზე იმუშავებს. 10 ნოემბერს, კომპანია ღონისძიებას One More Thing-ს გამართავს, რომელზეც ახალი MacBook-ის პრეზენტაცია შედგება. ეს იქნება „მაკბუკის“ პირველი წარმომადგენელი, რომელიც ARM არქიტექტურაზე დაფუძნებულ, Apple-ის მიერვე შექმნილ პროცესორზე იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი წარმოების პროცესორებზე გადასვლა Apple-ისთვის ისტორიული სვლაა.