სოციალურ ქსელში ანა მიქაუტაძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ წმენდენ ყოველ საღამოს ერთ-ერთ უბანში ახალგაზრდები სადეზინფექციო ხსნარებით სახლების მიმდებარე ტერიტორიებს.
გთავაზობთ ანა მიქაუტაძის სტატუსს:
“დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემი ახლობლის ვაჟიშვილი თავის მეგობართან ერთად ღამით გადიან სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით წმენდენ ბანკომატებს, საბავშვო მოედნებზე საქანელებს. რამდენიმე დღის ხელფასი დახარჯეს ამ ხსნარების შესაძენად და ასე უხმაუროდ ზრუნავენ თანამოქალაქეებზე ??”.