LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას – ოლივერ ვარჰეი

92
varhei (3)

საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ საქართველო თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობას გეგმავს.

“რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა”, – განაცხადა ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღესვე ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის შედეგად, მხარეებს შორის მუდმივი კავშირი დამყარდება. ვარჰეის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს ამ მიმართულებით „ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ“.

„ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს მალევე დავინახავთ. იმედი მაქვს, შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმაწყლოვან ელექტროკაბელთან დაკავშირებით და ასევე იმედი მაქვს, რომ მომავალში გამოჩნდება კიდევ ახალი იდეები. ასევე რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებით, რათა შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა.

სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა და ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილე. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არამარტო შავი ზღვის, არამედ სხვა მიმართულებების დამაკავშირებელი და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენ რეგიონებს შორის. ყველა პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ - პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მისი დელეგაცია ჩამოვიდა ძალიან მკაფიო მიზნით: დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g