სისხლიანი დაპირისპირება მოხდა გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში. ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი „ფორმულასთან ჰყვება, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი დაჭრილია.
„პატიმარმა დარეკა, თქვა, რომ დიღმელაშვილს ხელები აქვს დაჭრილიო. ვიცი, რომ კიდევ სხვა 2 პატიმარია დაჭრილი. ერთ-ერთი ჩემი შვილის თანამოსაკნეა. ვინც დამირეკა თქვა, რომ მომხდარი ციხის უფროსის, ქინქლაძის პირდაპირი დავალებაა “, – ამბობს მაია დიღმელაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
ამ ეტაპზე უცნობია რა სახის დაზიანებებზეა საუბარი. არსებულ ინფორმაციაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.