LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე თვის წინ ხონის ფსიქიატრიულში მკურნალობდა.. მომხდართან დაკავშირებით გაჩუმებულია..“ – რას ამბობს ადვოკატი მამაკაცზე, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან

1156
nika gvaramia, zaza oquashvili, nato chxeidze

ადვოკატ ილია ლომიას განცხადებით, 36 წლის ბექა მინდორაშვილი, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას.

„მომხდართან დაკავშირებით გაჩუმებულია, არც ნაცნობობას, არც მოტივს არ უთითებს, არც ბრალდების მხარესთან, არც დაცვასთან. ჩანაწერებში, რომელიც გადმოგვეცა, მანამდე მათ შორის კონფლიქტი არ იკვეთება.

როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით, რამდენიმე თვეა, რაც შესაბამისი დაწესებულება დატოვა. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა. როგორც მე ვიცი, დაახლოებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ის ამ მედიკამენტებს არ იღებდა, მიზეზი მას ოჯახისთვის არ განუმარტავს, პრეპარატების მიღებაზე უარი რატომ განაცხადა.

ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, სამკურნალო დაწესებულებას თავად მიმართა, ის ამ დროს მსჯავრდებული არ ყოფილა, ნებაყოფლობით მიმართა დაწესებულებას”, – აცხადებს ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა მინდორაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g