LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე წელიწადში ბავშვის უფლებების დაცვის სერიოზული ბერკეტები გვექნება – სოფო კილაძე

collage

რამდენიმე წელიწადში, ბავშვის უფლებების რეალიზების, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სერიოზული ბერკეტები გვექნება, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.მისი თქმით, სისტემა ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ იქნება ისე აწყობილი, რომ ტრაგედია არ მოხდეს , თუმცა როგორც კილაძე ამბობს, 2021 წლისთვის სოციალური მუშაკების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ორი წლის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება.

“ეს არის სოციალური მუშაკის რეფორმა, რომელიც მე პირადად დავიწყე 2017 წელს და ეს პროცესი 2018 წელს დავასრულეთ. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც საფუძველი და დასაწყისია იმ დიდი რეფორმის, რომელიც განხორციელდება და 2025 წლისთვის დასრულდება. ეს არ არის მხოლოდ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები. ეს მთელი სოციალური სამუშაოს საფუძვლიანი რეფორმაა,  სისტემაში შემოვლენ ახალი სოციალური მუშაკები, რომლებიც ასევე კვალიფიციური იქნებიან. ჩვენ მათ კვალიფიკაციაზეც ვიზრუნებთ. პარალელურად, ვგეგმავთ საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერას და ამის კვალდაკვალ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე სხვადასხვა უწყებას შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრებით შევავსებთ“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ,  „4 წლის ნინის სამგლოვიარო აქცია“- ამ სახელწოდებით  ქალთა მოძრაობამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. მათ კანცელარიის შენობის წინ სანთლები დაანთეს და ბავშვების მიმართ ქვეყანაში არსებული გულრგილობის გამო ანთებული სინთლებით სიტყვა SOS გამოსახეს.აქციის მონაწილეების განცხადებით, ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ ბავშზე ძალადობდნენ.

4 წლის ბავშვი თბილისში 22 იანვარს გარდაიცვალა.პოლიციამ იმავე დღეს მისი დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა. ბავშვის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა . ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს პასუხი, იცოდა თუ არა უწყებამ, რომ ბავშვის დედაზე ორდერი იყო გამოწერილი და თუ იცოდა, რატომ დატოვა მცირეწლოვანი იმავე ოჯახში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები