LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ, დავამტკიცეთ ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობა: მარიამ კუბლაშვილი

3770
BeFunky-collage (3)

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის ფეისბუქ გვერდზე საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სასამართლოდან ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელშიც ავოკატი მარიამ კუბლაშვილი ჯიშკარიანს პროცესის მოგებას ულოცავს.

“რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ, დავამტკიცეთ ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობა”, – აღნიშნულია ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოდ ცნო. ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g