LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით გაძვირდა საქართველოში უძრავი ქონების მშენებლობა

54
მშენებლობა

წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 11.7%-ით გაიზარდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსთან დაკავშირებით, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამშენებლო მასალების საფასური წინა წელთან მიმართებით, 11.8%-ით, მშენებლობის სფეროში ხელფასები 8.5%-ით, მანქანა დანადგარების ფასი 31.6%-ით, სხვა ხარჯები კი 13%-ით გაიზარდა. ინდექსზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სამშენებლო მასალების ფასის მატებამ მოახდინა.

საქსტატი მშენებლობის ღირებულების ინდექსს 2020 წლის პირველი კვარტლიდან ითვლის. ინდექსი უძრავი ქონების ფასების პროგნოზირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g