LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით იზრდება სამინისტროების დაფინანსება – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალები

79
კანცელარია

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებები) სრული მოცულობა კი 21 მლრდ 154 მლნ ლარი იქნება.

2023 წლის ბიუჯეტი სამინისტროების მიხედვით ასე გამოიყურება:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6.8 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771 მლნ ლარით;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.97 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 294 მლნ ლარით;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401 მლნ ლარით;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.97 მლრდ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1.5 მლრდ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში კი გათვალისწინებულია 1.4 მლრდ ლარამდე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 689 მლნ ლარს;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 654 მლნ ლარი;

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 106 მლნ ლარს;

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 369 მლნ ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 183 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.26 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 258 მლნ ლარით აღემატება;

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.07 მლრდ, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება. დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან.

2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მილიარდ ლარს შეადგენს, ეკონომიკური ზრდა კი 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 16 მილიარდ ლარამდე გადასახადების აკრეფას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g