202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის დირექტორი, მარიამ მიქიაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგაედოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, თუ რა დაბრკოლებები ექმნებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ყოველდღიურად.
როგორც მარიამი წერს, კორონავირუსული პანდემიის გამო საზოგადოებისთვის სხვადასხვა დისკომფორტის მომტან შეზღუდვებთან ერთად, ასეთ ადამიანებს მუდმივი თანაცხოვრება უწევთ.
“ჰა, რამდენს გაგეხარდათ, ორი თვის მერე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება დღეს?
და რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, ვინც წლებია ელოდება მასზე მორგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას? ანუ, ვისთვისაც ეს ორი თვე მთელ ცხოვრებას გავდა, იცოდეთ, რომ ვიღაცებისთვის მართლა მთელ ცხოვრებას უდრის იმის ლოდინი, რაც სხვებისთვის ჩვეულებრივი, მოსაბეზრებელი ყოველდღიურობაა,”- წერს მარიამ მიქიაშვილი.